რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს - Palitra News

რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს

2024-06-25 20:39:06+04:00

რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის საპასუხო ზომა სამი რუსული მედია საშუალების - „რია ნოვოსტის“, „იზვესტიასა“ და „როსიისკაია გაზეტას“ „ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ძალაში შევიდა. რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, რუსულმა მხარემ არაერთხელ და სხვადასხვა დონეზე განაცხადა, რომ ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება და ევროკავშირის სივრცეში რუსული მედიის უსაფუძვლო აკრძალვა რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. შეზღუდვა შეეხოთ ისეთ მედიასაშუალებებს, როგორებიცაა ‘შპიგელი“, „ლე მონდე“, „ფრანს პრესი“, „პოლიტიკო“ და სხვები.