საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, თემატური მოკვლევის - “დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა” - პრეზენტაცია გაიმართა - Palitra News

საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, თემატური მოკვლევის - “დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა” - პრეზენტაცია გაიმართა

2024-06-25 19:23:54+04:00

საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, თემატური მოკვლევის - “დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა” - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის საქმეში. კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება. მისი თქმით, დიასპორის ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სახელმწიფოს მიერ მაღალ ნიშნულზეა აყვანილი, რაც ასახულია ქვეყნის განვითარების სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში.