9-დან 11 ივლისის ჩათვლით დაგეგმილ ნატოს სამიტზე, როგორც ცნობილია აშშ-მა საქართველოც მიიწვია. ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართება, როგორც ცნობილია აღნიშნული შეხვედრით იმის დემონსტრირება მოხდება, რომ ნატოს ალიანსი უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე აქამდე ყოფილა. თუმცა ახლა მთავარი კითხვაა ვინ წარადგენს საქართველოს სამიტზე- სალომე ზურაბიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.