ანა წითლიძე - დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - აუცილებელია, ევროპის საბჭოს წევრებმა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ახალგაზრდებს ევრონტეგრაციისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში - Palitra News

ანა წითლიძე - დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - აუცილებელია, ევროპის საბჭოს წევრებმა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ახალგაზრდებს ევრონტეგრაციისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

2024-06-25 15:36:10+04:00

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საზაფხულო სესიაზე, საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე სიტყვით გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვასა და გაძლიერებაზე, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მისი განმარტებით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში დემოკრატიის არსი საფრთხის ქვეშ დადგა. წითლიძემ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინაარმდეგო საპროტესტო აქციებზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე. სიტყვით გამოსვლის ბოლოს კი ანა წითლიძემ ევროპის საბჭოს წევრებს მიმართა, რომ ერთობლივად დაგმონ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები და მხარი დაუჭირონ ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.