როგორ ხვდება საქართველო დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს - მესამე სექტორი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. " სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლების განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი იენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. არასამთავრებო ორგანიზაცია ანგარიშში ასახელებს რამდენიმე ფაქტორს,მათ შორის, ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონებს, რომლებიც მათი შეფასებით ნეგატიურად აისახება საარჩევნო გატემოზე. სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდისმონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 2024 წლის 1 ივნისიდან დაიწყო.