ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას - რა წერია დოკუმენტში და როგორია შეფასებები - Palitra News

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას - რა წერია დოკუმენტში და როგორია შეფასებები

2024-06-25 15:31:44+04:00

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ბრიუსელში ხელი მოაწერეს ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ხელისუფლების ოპონენტები დებენ პირობას რომ არაუგვიანეს 8 ივლისისა, მონახავენ ერთიანობის ისეთ კონფიგურაციას, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება. ოპოზიციის დეკლარაცია უკვე გახდა მმართველი გუნდის კრიტიკის საგანი.