საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის მიხედვით, რომელსაც თიბისი კაპიტალიი აქვყნებს, მაისში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება წლიურად გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის გამომუშავება მაისში 6.4%-ით გაიზარდა და 1 411 გვტ.სთ შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 1 325 გვტ.სთ იყო. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება წლიურად 6.6%-ით არის გაზრდილი, ხოლო ქარის სადგურების გამომუშავება 14.1%-ით შემცირდა. რაც შეეხება თბოსადგურებს, მაისში მათ მიერ ელექტროენერგია არ გამომუშავებულა. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, მაისში ელექტროენერგიის მოხმარებამ 1 050 გვტ.სთ-ს მიაღწია, ეს ნიშნავს იმას, რომ დენის გამოყენება წლიურად 1.9%-ით არის გაზრდილი. ამავე კვლევის მიხედვით, საცალო სექტორის მოხმარების წლიურმა ზრდამ 1.6% შეადგინა, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში ზრდა თითქმის 14% იყო. აფხაზეთის მიერ მოხმარება მაისში წლიურად 11%-ით შემცირდა.