Galt&Taggart მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის - Palitra News

Galt&Taggart მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის

2024-06-25 13:36:52+04:00

Galt&Taggart მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის. აქამდე Galt&Taggart-ი 6%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

მიმოხილვის ავტორებს ზრდის მიზეზად საქსტატის მონაცემები მოჰყავთ.

"საქსტატის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 8.4%-ით გაიზარდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის პირველ 4 თვეში 9.4%-ით გაიზარდა. სექტორულ ჭრილში, პირველი კვარტლის ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს ისეთმა დარგებმა, როგირიცაა უძრავი ქონება, განათლება, სახელმწიფო მმართველობა, მშენებლობა და ტრანსპორტი. ამასთან, კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში. შესაბამისად, იანვარ-აპრილში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის და მიმდინარე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, ანალიტიკოსებმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან, 7%-მდე გაზარდეს.