ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს

2024-06-25 12:15:00+04:00

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს გაერთიანებას „ქართული ქარტიის“ გარშემო როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. განცხადებაში აღნიშნულია რომ ერთიანობა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, მისი მიზანი კი სახელმწიფოს ოლიგარქისგან გათავისუფლება და ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებაა. ამასთან, ხელმომწერების თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.