გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები 2024" სწავლა დაიწყო. ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება ისეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები; კატასტროფის რისკის შემცირება, მისი ძირითადი კონცეფცია და ტერმინები. მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ.