„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარალემენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაძლევს. როგორც მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის „მესიჯი“ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით არის დალაგებული და სპეკულაციურია. ამასთან, უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარლამენტში მიმდინარე კვირაში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების პაკეტს განიხილავენ და პირველი მოსმენით მიიღებენ.