ირაკლი კობახიძე 28 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ წლიურ ანგარიშს წარადგენს. სავარაუდოდ ანგარიშის წარდგენა მთავრობის მეთაურს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე მოუწევს. თუმცა, თაკო ჩარკვიანი რომელიც სხვა კოლეგებთან ერთად ბოიკოტშია პრემიერის ანგარიშზე დასწრებას არ გამორიცხავს. ამბობს რომ ამ ეტაპზე სწორი სხდომათა დარბაზში ყოფნა და მწვავე კითხვების დასმაა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ირაკლი კობახიძეს დეპუტატებმა მაქსიმალური დისკომფორტი კიდევ ერთხელ შეუქმნან.