აშშ-ი საქართველოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მიიწვევს - Palitra News

აშშ-ი საქართველოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მიიწვევს

2024-06-25 09:24:29+04:00

აშშ-ი საქართველოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მიიწვევს. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საუბრობს. როგორც ჯიმ ო'ბრაიენი ამბობს, საქართველოსთან ერთად ღონისძიებაზე ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული. როგორც ო’ბრაიენმა აღნიშნა, პარტნიორებს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს, ხელისუფლებაც ამ გზავნილებს ახმოვანებს, თუმცა ძალადობა ქუჩებში და ე.წ რუსული კანონის მიღება ამ მისწაფებასთან შეუთავსებელია. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს,რომ როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს აგრძელებენ.