თბილისის წყალმომარაგების კომპანია - GWP დედაქალაქის იმ აბონენტებს, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ, 24-თ საათიანი სერვისის მიწოდებას ეტაპობრივად ჰპირდება.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. ცნობისთვის, თბილისში, 50 ათასზე მეტ ოჯახს ბოლო ერთი კვირაა წყალი გრაფიკით მიეწოდება. მიზეზი სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებაა. მილსადენი, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონებში წყლით ათასობით ოჯახს ამარაგებდა.