პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა ოჯახმა. ილიაუნის პროფესორის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გიორგი გახელაძეს ოჯახი 6 დღე ეძებდა. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარება სთხოვა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ, როგორც სამართალდამცავი უწყებები, ასევე მოქალაქეები.