საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში“ სახალხო დამცველმა მოინახულა -“ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მივიღე ინფორმაცია, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ“ - Palitra News

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში“ სახალხო დამცველმა მოინახულა -“ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მივიღე ინფორმაცია, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ“

2024-06-24 21:30:47+04:00

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ სახალხო დამცველმა მოინახულა.

ლევან იოსელიანის თქმით, ის შეხვდა, როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე იმ დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანილ სხვა ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს.

სახალხო დამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.