მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთმანეთთან კონსულტაციები და წინა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტულ კონფიგურაციას ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი სრული ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავენ რომ პარტიებმა გარკვეული ერთობა უნდა შექმნან. მთავარ მიზნად თითოეული მათგანი ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას ასახელებს. რა შესაძლო კონფიგურაციები განიხილება ოპოზიციურ პარტიებში