დღეს საქართველოს საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების მინისტერიალზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან. საბჭოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. მან მინისტერიალის დაწყებამდე კომენტარიც გააკეთა. რა საკითხებზე იქნება მსჯელობა ლუქსემბურგში და როგორი მოლოდინები აქვთ საბჭოსთან მიმართებით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.