თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, სოფელ წიწამურში მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2 დღეშია დაგეგმილი. კომპანიის ცნობით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. წყალმომარაგების კრიზისი სოფელ წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა.