აშშ-ის სამხედროებმა "ჰუთების" 3 უპილოტო ხომალდი გაანადგურეს - Palitra News

აშშ-ის სამხედროებმა "ჰუთების" 3 უპილოტო ხომალდი გაანადგურეს

2024-06-23 17:04:02+04:00

აშშ-ის სამხედროებმა, 22 ივნისს, წითელ ზღვაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფება "ჰუთების" 3 უპილოტო ხომალდი გაანადგურეს. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იემენელმა "ჰუთებმა" 3 ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ადენის ყურეში, თავიანთი კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია "ჰუთების" ძალების წარმატებული თავდასხმის შესახებ მცდარია.