მზადება გადამწყვეტი მატჩისთვის - 26 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პორუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ამბობს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობას შეცვლის. მარტინესის გუნდმა თურქეთი 3-0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელები ამბობენ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ რჩება, ამიტომ გულშემატკივარს პირობას აძლევენ რომ ბოლო შეხვედრაში მათ მაქსიმუმს გააკეთებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთთან გამართული შეხვედრით ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა აიღო.