24 ივნისს ევროკავშირის მინისტერიალი იწყება. არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები ლუქსემბურგში სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებს, მათ შორის საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს სანქციებს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ, ფინანსური დახმარების შემცირებასა და უკიდურეს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას. ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ,,ქართული ოცნების" მისამართით ხისტი განცხადებები გაკეთდება. შეზღუდვების შემოღების შესახებ საბოლოო გადაწყეტილებას ევროპელი ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ მიიღებენ.