პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავენ - Palitra News

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავენ

2024-06-23 15:09:19+04:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი კომიტეტებში პირველ მოსმენით 20 ივნისს განიხილეს და მხარი დაუჭირეს. სხდომებს ოპოზიციის დიდი ნაწილი არ დასწრებია.