გენშტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა ბელგოროდში რუსეთის საკონტროლო პუნქტს დაარტყეს - Palitra News

გენშტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა ბელგოროდში რუსეთის საკონტროლო პუნქტს დაარტყეს

2024-06-23 13:25:07+04:00

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოტომსროლელი პოლკის საკონტროლო პუნქტს წარმატებით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, საჰაერო ძალები თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან თანამშრომლობით მოქმედებდნენ.

გენშტაბში განმარტავენ, რომ საკონტროლო ცენტრი ბელგოროდის ოლქის სოფელ ნეხოტეევკაში მდებარეობდა.

„სამიზნე წარმატებით განადგურდა“, - აცხადებენ გენშტაბში.