ლაგოდეხსა და რამდენიმე სოფელში ძლიერი სეტყვა იყო. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სეტყვა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა და დააზიანა ვენახები, ბოსტნეული და ხეხილის ბაღები. მოსახლეობის განცხადებით, მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია. უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო ელექტროენერგიისა და ინტერნეტის მიწოდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სეტყვამ და წვიმებმა კახეთის სხვა რაიონებიც დააზარალა.