ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა თავდასხმა „ჰამასის“ რაკეტების გამშვებ პუნქტებსა და იარაღის საწყობებზე განახორციელეს. მათივე ცნობით, რაფაჰსა და ჩრდილოეთ ღაზაში, „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა. იქამდე კი გავრცელდა ინფრომაცია, რომ ღაზის სექტორში ისრაელის მიერ იძულებით გადაადგილებულთა კარვების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიის ტანკები არაბული ანკლავის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის სიღრმეში შევიდნენ და კარვებს ცეცხლი გაუხსნეს. „ჰამასის“ მონაცემებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 37 431-ს აღწევს, 85 653 კი დაშავდა.