მშვიდობის ხიდთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ბანერი "თაბისუფლება მიშას" გადმოფინეს და აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების მიერ დაკავებული პუტინის პირადი პოლიტ პატიმარია. სამოქალაქო აქტივისტები, აქციის მასშტაბებზეც საუბრობენ და ამბობენ რომ აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება.