საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვეტოს დაძლევას მომდევნო კვირას აპირებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნულ მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. აღსანიშნავია რომ კომიტეტის სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. მათი ერთი ნაწილი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ისინი საკუთარ პოზიციას სწორედ პლენარულ სხდომაზე დააფიქსირებენ. თავისმხრივ მმართბელ გუნდში კი ფიქრობენ რომ კონსესუსზე საუბარი ვერ იქნება მანამ სანამ ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს მათ შორის მოტივირებული შენიშვნების განხილვას.