სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს მიმართა. ქვეყნის მთავარსარდალმა ძირითადი ყურადღება ქვეყნის ევროინტეგტაციაზე და ამ პროცესში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების როლზე გაამახვილა. ზურაბიშვილის განცხადებით არა ჩვეულებრივი არჩევნები საქართველოს მოსახლეობისთვის 26 ოქტომბერს იქნება, ელჩებისთვის კი არჩევანის დრო უკვე დადგა. პრეზიდენტის გზავნილებს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის განცხადების შინაარსს სრულად იზიარებენ. ამბობენ, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა არჩევანი ევროპულ მომავალსა და იმ დეზინფორმაციის კამპანიას შორის უნდა გააკეთონ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს