არკანზასის შტატში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას არკანზასის შტატის პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქ ფორდაისში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 პოლიციელი. არკანზასის შტატის პოლიციის დირექტორ მაიკ ჰაგარის განცხადებით, დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც სროლის შედეგად დაშავდა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.