ისტორიულ მატჩამდე 2 საათით ადრე ქართველი გულშემატკივარი ქომაგობისთვის ემზადება. გულშემატკივრები დღევანდელი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. სპეციალურად ამ დღისთვის სტადიონზე 6 დიდი ეკრანი დამონტაჟდა, ასევე, გარე პერიმეტრზე მოწყობილია კვების ზონა. გულშემატკივრებმა უკვე დაიწყეს ადგილზე შეკრება.