ლინკოლნ მიტჩელის მიერ გაჟღერებულ გზავილებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან - Palitra News

ლინკოლნ მიტჩელის მიერ გაჟღერებულ გზავილებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან

2024-06-22 15:12:26+04:00

აშშ-ის კონგრესში გამართულ ბრიფინგზე ლინკოლნ მიტჩელის მიერ გაჟღერებულ გზავილებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ კონგრესში გამართულ განხილვაზე მკაფიოდ იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება საქართველო დასავლეთისგან იზოლაციაში მოაქციოს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას დღეს ის საერთაშორისო ლიდერებიც აკრიტიკებენ, რომლებიც გასული წლების გაბმავლობაში ქართული ოცნების მმართველობას იწონებდნენ. მათივე განმარტებით თუ კი საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, საქართველო საერთაშორისო ლიდერებისგან დახმარებას დაკარგავს.