ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო ოფიციალურად დაამტკიცა - Palitra News

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო ოფიციალურად დაამტკიცა

2024-06-22 13:34:56+04:00

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება, რა დროსაც მთავრობათაშორისი კონფერენცია გაიმართება. ამასთან, ბელგიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, სოციალურ ქსელში მთავრობათაშორისო კონფერენციების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უკრაინასთან კონფერენცია ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში, 25 ივნისს, ადგილობრივი დროით 15:30 საათზეა დაგეგმილი, მოლდოვასთან - კი - 18:00 საათზე.