რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით - ხელისუფლების ოპონენტების განცხადება - Palitra News

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით - ხელისუფლების ოპონენტების განცხადება

2024-06-22 13:06:54+04:00

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით. ხელისუფლების წარმომადგენლების მოლოდინები დადებითია. ამბობენ, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას არაერთი მიმართულებით წინ უსწრებს, შესაბამისად მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2030 წელს გახდება. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. მათი თქმით ჩვენი ქვეყანა უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ოპოზიციური პარტიები ევროკავშირის მხრიდან გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზეც საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდის წევრებს პერსონალური სანქციები დაუწესდეთ. ოპოზიციის თქმით თავისუფალი არჩევნები ერთადერთი შესაძლებლობაა იმისა, რომ საქართველომ ევროპული გზა დაიბრუნოს.