5 საათი ისტორიულ მატჩამდე - საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თამაშამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, გუნდმა თურქეთთან თამაშის შემდეგ ენერგია აღიდგინა და ნაკრებს მხოლოდ კიტეიშვილი დააკლდება. ვილი სანიოლმა მეტოქე შეაფასა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე ძლიერია, თუმცა "ჯვაროსნებმა" მათი სუსტი და ძლიერი მხარეები კარგად იციან. როგორც მწვრთნელმა განმარტა, შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ საკითხზე არ უსაუბრია.