მას შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი უწყებაში დაიბარა. ისრაელის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში სომხეთის ელჩი მკაცრი საყვედურისთვის დაიბარა. შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს და სომხეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.