„დოიჩე ველე“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭომ, რომელიც დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბა, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა.გამოცემის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ მხარეებს შეუძლიათ ოფიციალურად დაიწყონ მზადება 25 ივნისს დაგეგმილი მთავრობათაშორისო კონფერენციებისთვის, რომელიც ამ კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დასაწყისი გახდება. ამასთან, ბელგიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, სოციალურ ქსელში მთავრობათაშორისო კონფერენციების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა. ინფორმაციის თანახმად, უკრაინასთან კონფერენცია ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში, 25 ივნისს, ადგილობრივი დროით 15:30 საათზეა, მოლდოვასთან - კი - 18:00 საათზეა დაგეგმილი.