პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და სხვა პირებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.