თეონა აქუბარდია - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და ჯარის დაფინანსება ნულია - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის ოცნება ღიად შეასრულა - Palitra News

თეონა აქუბარდია - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და ჯარის დაფინანსება ნულია - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის ოცნება ღიად შეასრულა

2024-06-21 19:40:20+04:00

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და ჯარის დაფინანსება ნულია - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის ოცნება ღიად შეასრულა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც 2025 წლის საბიუჯეტო წელს გულისხმობს, საქართველოზე არათუ საბიუჯეტო დახმარება, არამედ, ჩანაწერიც კი არ არსებობს. როგორც აქუბარდია აღნიშნავს, სამაგიეროდ, აქტში პირველად გაჩნდა ჩანაწერი სომხეთთან თანამშრომლობაზე.