აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობის შეწყვეტა შესთავაზა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ხანია დროა, ეუთო-ს უფუნქციო მინსკის ჯგუფის და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების საქმიანობა ოფიციალურად შეწყდეს. ალიევის თქმითვე, ეს აუცილებელია, რათა კონფლიქტის თავი ოფიციალურად დაიხუროს. შეგახსენებთ, ილჰამ ალიევსა და ენტონი ბლინკენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა.