ბაღდათში, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ხანისწყალი ადიდდა. მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. უკვე ცნობილია, რომ ალტერნატიული გზის გაყვანა საჭირო გახდება. დაიტბორა სოფელში მდებარე წყლის საამქრო. სპეციალური სამსახურები ვითარებას სწავლობენ, რის მერეც გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.