ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამხრეთ კორეა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს - Palitra News

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამხრეთ კორეა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს

2024-06-21 12:37:39+04:00

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამხრეთ კორეა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს. მისი თქმით, სეულს არაფერი აქვს სანერვიულო, როდესაც საქმე მოსკოვსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმებას ეხება. პარალელურად, სამხრეთ კორეული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის მიზნით, რუსეთის ელჩის დაბარებას გეგმავს.