ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას ეხმაურება. ბორელი აღნიშნავს, რომ ახალი პაკეტი სამიზნეში სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსს, ფინანსურ სერვისებს, ენერგეტიკულ სექტორს, სანქციების გვერდის ავლას და სამხედრო დანაშაულებს იღებს. ამასთან სანქციები ისეთ სუბიექტებს შეეხება, რომლებიც უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში არიან ჩართულრბი. ჯოზეფ ბორელის თქმით, ახალი სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ პუტინის მთავრობას აგრესიული ომის წარმოება გაურთულოს.