კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ავტოსადგურისა და საქვაბის შენობები დაზიანდა - Palitra News

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ავტოსადგურისა და საქვაბის შენობები დაზიანდა

2024-06-21 09:25:22+04:00

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ავტოსადგურისა და საქვაბის შენობები დაზიანდა. რუსული მედია რეგიონულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მანამდე, ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებით მასიური თავდასხმა სამ რაიონზე მოხდა.