შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის რუსული იარაღის მიწოდებას არ გამორიცხავს, შეშფოთებას გამოხატავს - Palitra News

შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის რუსული იარაღის მიწოდებას არ გამორიცხავს, შეშფოთებას გამოხატავს

2024-06-21 09:22:51+04:00

შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის რუსული იარაღის მიწოდებას არ გამორიცხავს, შეშფოთებას გამოხატავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებამ შეიძლება დაარღვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომლებსაც მხარი თავად რუსეთმა დაუჭირა. გუშინ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეას, იარაღი მიაწოდოს.