პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, პლენარულ სესიაზე დაამტკიცებენ. საკომიტეტო მოსმენამ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩაიარა. კითხვები კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაუსვეს. მათი ნაწილი სასამრთლოში ე.წ კლანური მმართველობის შესახებ, ოპოზიციის ბრალდებას შეეხებოდა. კანდიდატებმა ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ გადაწვეტილებები სასამრთლო სისტემაში გავლენების გარეშე მიიღება.