გვახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!" - ამ სახელწოდებით, თბილისსა და ბათუმში აქცია იმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მოძრაობა დაფიონია. ორგანიზატორების თქმით, ისინი ხელისუფლებას ახსნებენ, რომ საქართველოს რუსიფიკაციას არ შეეგუებიან. მათივე შეფასებით, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქართულ ევროვნულ იდეებს ღალატობს. ცნობისთვის 2019 წლის 20 ივნისს, ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო აქცია დაარბია. პროტესტის მიზეზი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას და რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა.