გახდება თუ არა ანრი ოხანაშვილი გენერალური პროკურორი - ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, „ქართული ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ მას შესაბამისი განაცხადი არ გაუკეთებია. მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, თუ ვის წარადგენს კანდიდატებად. საკანონმდებლო ორგანოს გენერალური პროკურორის კანდიდატი საპროკურორო საბჭომ უნდა წარუდგინოს. საბჭოს ვადა 28 ივნისამდე აქვს. შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა 23 მაისს დატოვა.