იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს, მანამდე კი აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა და მიღება პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა. ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა განხილვებში მონაწილეობა არ მიიღო. ისინი მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს არაკონსტიტუციურს უწოდებენ. განსხვავებულად ფიქრობენ ქართულ ოცნებაში. მათი განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.