”ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, საექსპერტო საზოგადოებასა და პარტია ლელოს ლიდერებს შორის დისკუსია გაიმართა - რა ძირითად საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება მხარეებმა - Palitra News

”ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, საექსპერტო საზოგადოებასა და პარტია ლელოს ლიდერებს შორის დისკუსია გაიმართა - რა ძირითად საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება მხარეებმა

2024-06-20 19:34:46+04:00

”ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, საექსპერტო საზოგადოებასა და პარტია ლელოს ლიდერებს შორის დისკუსია გაიმართა. პარტია ლელოს ლიდერებმა ანაკლიის განვითარების სტრატეგიული ხედვა წარადგინეს. შეხვედრაში მონაწილეობას უსაფრთხოების ექსპერტები, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც იღებდნენ. შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით, პროექტში ჩინური კომპანიის შემოყვანა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტს ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს.